ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

19 იანვარი 2018, 00:00 7510 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი მოქალაქე დაშავდა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით, მათ კიდურების მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. პაციენტებს კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილები ერთმანეთს გასწრების დროს შეეჯახნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  276_ ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში