დანაგვიანებულ სანაპიროს ნარჩენებისგან ასუფთავებენ

20 იანვარი 2018, 00:00 2801 ნახვა

ბათუმში, ახალი ბულვარის სანაპირო ზოლის დასუფთავება მიმდინარეობს. ტერიტორიას სანდასუფთავების სამსახური დილის 5 საათიდან ქვა - ღორღისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან  წმენდს. სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, შტორმის შედეგად სანაპიროს ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა, შესაბამისად არ არის ზარალი. ღამით, შავი ზღვის ბათუმის აკვატორიაში 5 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ძლიერმა ტალღებმა სანაპიროზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ქვა-ღორღი გამორიყა.

ამავე კატეგორიაში