როგორ ვიმუშაოთ IFRS სტანდარტებთან?

20 იანვარი 2018, 00:00 2183 ნახვა

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდართან დაკავშირებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგი გაიმართა. „სევი ედუქეიშენის“ წარმომადგენლებმა ''აიფიარესის“ საერთაშორისო სტანდარტთან დაკავშირებით, ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ცვლილებები აჭარაში მოქმედ კომპანიების წარმომადგენლებს გააცნეს.

შეხვედრაზე ფინანსური სექტორისა და საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობაზე ისაუბრეს. ტრენინგს ფინანსური დირექტორების გარდა კომპანიის ბუღალტრები ესწრებოდნენ. კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით ახალი სტანდარტი ფინანსური ანგარიშების შესახებ ბიზნესისთვის სანდოობისა და განვითარების მეტი შესაძლებლობაა.  „სევი ედუქეიშენის“ წარმომადგენლებმა  ახალი პლატფორმაც წარადგინეს,  რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერსებულ პირებს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე  ონლაინ რეჟიმში მიიღონ პასუხები.  ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულების თანახმად, ყველა კომპანია ამ მოთხოვნას 2019 წლისთვის უნდა აკმაყოფილებდეს.   

ამავე კატეგორიაში