ავსტრალიის დედაქალაქში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

22 იანვარი 2018, 00:00 2173 ნახვა

ავსტრალიის დედაქალაქში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. სააგენტო ,,როიტერის" ცნობით, სამგზავრო მატარებელი სიდნეის ჩრდილო-დასავლეთში, რიჩმონდის სადგურზე ბარიერს შეეჯახა.

ინციდენტის ადგილას სამი ვერტმფრენი, 17 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, სახანძრო და სამაშველო ბრიგადები მივიდნენ. დაზარალებულები ვესტმიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ამავე კატეგორიაში