რატომ კვდებიან ცხოველები ბათუმის ზოოკუთხეში?

22 იანვარი 2018, 00:00 6607 ნახვა

ბოლო 4 წელიწადში ბათუმის ზოოკუთხეში 4 კენგურუ დაიღუპა, დარჩენილია მხოლოდ ერთი, რომელიც რამდენიმე თვის წინ თბილისის ზოოპარკს გადასცეს. მიზეზად არასათანადო პირობები სახელდება.

ეს პირველი შემთხვევა არაა ცხოველების სიკვდილიანობის. ბოლო წლებში ზოოკუთხეში 40-მდე სხვადასხვა სახეობის ბინადარი მოკვდა. გაზრდილი სიკვდილიანობის ფონზე, შემცირებულია მობინადრეთა შობადობა.

საგანგაშო სტატისტიკას მენეჯმენტი შეუსაბამო პირობების გარდა, თანამშრომელთა დაბალ კვალიფიკაციას უკავშირებს. უკვე დაწყებულია სპეციალისტების გადამზადება. რაც შეეხება პირობებს, იგეგმება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თუმცა დამატებითი სახსრების გამოყოფა ქალაქის მერიაზეა დამოკიდებული. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში