დუბაიში პრემიერის ვიზიტი დასრულდა

13 აპრილი 2016, 00:00 5272 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტი შეაჯამა. ვიზიტის ბოლოს გიორგი კვირიკაშვილი აბუ დაბის ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ამ მიმართულებით განსახორციელებელ კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა აბუ დაბის ტახტის მემკვიდრეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. 

ამავე კატეგორიაში