ბაგრატიონის ქუჩაზე ბეტონის ფილების შეცვლას ითხოვენ

23 იანვარი 2018, 00:00 7187 ნახვა

ბათუმის ცენტრალური ნაწილის შემოვლით გზაზე ბეტონის ფილები დაზიანებულია. ბაგრატიონის ქუჩით მძღოლები სურვილის მიხედვით იმ შემთხვევაში სარგებლობენ თუ ქალაქში არსებული საცობებისთვის თავის არიდება სურთ.

თუმცა ამ გზის გავლა ბათუმი-სარფის მიმართულებით მოძრავი ტრანზიტული ტრაილერებისთვის შეიძლება ითქვას სავალდებულოა, რადგან სატვირთო მანქანების ქალაქში შესვლა ოფიციალურად იკრძალება. ბაგრატიონის ქუჩის მოწყობის მთავარი მიზანი, წლების წინ სწორედ ეს იყო. დღეს გზის ნაწილი მოასფალტებულია, ნაწილი კი დაზიანებული. ქალაქის მერია წელს გზის კაპიტალურ მოწყობას არ გეგმავს, საუბარია მხოლოდ დროებით შეკეთებაზე. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში