საქართველოს უზენაესი სასამართლო დღეს როლანდ ბლადაძის სარჩელს განიხილავს

24 იანვარი 2018, 00:00 2232 ნახვა

საქართველოს უზენაესი სასამართლო დღეს როლანდ ბლადაძის სარჩელს განიხილავს. საქმე ეხება სადავო ქონებას. ბლადაძე სარჩელით მოითხოვს  ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება და  გიორგი პაპუაშვილი დასახელდეს ქონების არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად.

დღეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს.  უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად, პრეცედენტული დავის სტატუსით, 2017 წლის 15 სექტემბერს მიიღო.

ამავე კატეგორიაში