პროსტიტუციის ბრალდებით თურქეთში დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა

24 იანვარი 2018, 00:00 6159 ნახვა

პროსტიტუციის ბრალდებით თურქეთში დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა. პოლიციამ რეიდი მარმარისში ჩაატარა. პროსტიტუციის ბრალდებით სამართალდამცველებმა 5 ქალი დააკავეს, მათგან 3 უცხო ქვეყნის 2 კი თურქეთის მოქალაქეა.  

პოლიციის რეიდის შედეგად დააკავეს 26 წლის საქართველოს, 20 წლის რუსეთისა და 35 წლის უზბეკეთის მოქალაქეები.

უზბეკეთის მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც მანამდე პროსტიტუციაში 7- ჯერ იყო შემჩნეული, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სასამართლომ მას ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მოგვიანებით სამივე ქალი საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებს გადასცეს. მათ თურქეთიდან დეპორტაცია ელით.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს - http://www.aydindenge.com.tr/ege/23/01/2018/marmariste-fuhus-operasyonu

ამავე კატეგორიაში