‘’ბათუმის ზოოპარკში დაავადებული ცხოველებია, იკვეთება ამირან მურვანიძის ბრალეულობა’’ - ალექსანდრე თევზაძე

24 იანვარი 2018, 00:00 3706 ნახვა

‘’ბათუმის ზოოპარკში არასწორი მოვლის გამოო დაავადებული ცხოველები ბინადრობენ, ეს კი ამირან მურვანიძის ბრალეულობაა’’ - თქვა სასამართლო პროცესზე "ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს" ხელმძღვანელმა.  ალექსანდრე თევზაძე, თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების მოტივად  არაკვალიფიციურობას ასახელებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

სხდომაზე  "ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს", განყოფილების ყოფილი უფროსის სარჩელს განიხილავენ, რომელიც  სამსახურში აღდგენას ითხოვს. ამირან მურვანიძეს მიაჩნია, რომ უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრე თევზაძემ, ის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გაათავისუფლა. ყოფილი თანამშრომელი ასევე 9 თვის ნაცდურის ხელფასის ანაზღაურებასაც  ითხოვს.

პროცესზე ამირან მურვანიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ 2016 წლის დეკემბერში, 10 დღის განმავლობაში ცხოველები საკვების გარეშე იყვნენ დარჩენილები. მიზეზი კი დაგვიანებით ჩატარებული ტენდერის გახდა. ბრალს მოპასუხე მხარე არ ეთანხმება და ამბობს, რომ ინფორმაცია არაზუსტია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში