უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის სარჩელთან დაკავშირებით საბოლოო განჩინება მიიღო

24 იანვარი 2018, 00:00 2591 ნახვა

უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის სარჩელთან დაკავშირებით საბოლოო განჩინება მიიღო, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის სამინისტროს დაევალა 23 თებერვლამდე წერილობითი ფორმით წარადგინოს მორიგების წინადადება.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდებოდა ეკონომიკის სამინისტრის პოზიციების წარდგენა სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება. საქმე ეხება სადავო ქონებას. ბლადაძე სარჩელით მოითხოვს  ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება და  გიორგი პაპუაშვილი დასახელდეს ქონების არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად.

ამავე კატეგორიაში