წიქარიშვილს ორ კვირიანი პატიმრობა შეეფარდა

24 იანვარი 2018, 00:00 2928 ნახვა

ბექა წიქარიშვილი  საპატიმროში 14 დღეს გაატარებს. მოსამართლემ კი არგუმენტად დაასახელეს, რომ ადმინისტრაციული სასჯელი, კერძოდ, ჯარიმა ვერ უზრუნველყოფდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნებს. ''თეთრი ხმაურის მოძრაობის'' დამფუძნებელს სამართალდამცველები წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. ასევე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მის მიერ ფანჯრის ჩამტვრევის ფაქტზე.

წიქარიშვილი გუშინ თორნიკე ბზიავასთან ერთად, სასამართლოს ეზოში  დააკავეს თუმცა ბზიავა მოგვიანებით ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ორივე პირი პოლიციამ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის დასრულების შემდეგ დააკავა. მათ მსახიობისთვის პატიმრობის შეფარდება გააპროტესტეს. გიორგი გიორგანაშვილს გუშინ სასასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ამავე კატეგორიაში