ანა ნაცვლიშვილი აჭარის ტელევიზიის დირექტორს და მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელს შეხვდა

24 იანვარი 2018, 00:00 4255 ნახვა

“მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტით გამოწვეულ რისკებზე ისაუბრეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნეს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს აჭარის ტელევიზიაში. ანა ნაცვლიშვილი  მაუწყებლის დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა.

მთავარი თემა საზოგადოებირივი მაუწყებლის არსი, მაყურებლის მოლოდინი და ის პოზიტიური შეფასებები იყო, რასაც აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლის სტატუსის მიღების შემდეგ მიაღწია. საუბარი შეეხო ასევე იმას  რაც ტელევიზიამ ამ დრომდე ვერ მოიპოვა – ეს შენობა და მაუწყებლის მისამართია, რომელიც კანონში ამ დრომდე არაა მითითებული. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის თქმით აუცილებელია “პირველი არხის” მსგავსად კანონში აჭარის ტელევიზიის ადგილმდებარეობაც ჩაიწეროს.

ეს ტელევიზიის წარმომადგენლობას საკანონმდებლო ცვლიელებისას უნდა მოეთხოვა, თუმცა ტელევიზია პროცესში არ ჩართეს. ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა დღეს საპარლამენტო მდივანმა. ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლების ამ პროცესში ჩართულობა აუცილებელი იყო და იგი დადებით შედეგს გამოიღებდა.

ამავე კატეგორიაში