სახიფათოა თუ არა ზოოკუთხის დათვალიერება ვიზიტორებისთვის? 

24 იანვარი 2018, 00:00 2804 ნახვა

სამოქალაქო დავა და სასამართლო განხილვა ურთიერთბრალდებებით, რომელიც სამოქალაქო დავის ჩარჩოებს სცილდება. ბათუმის ზოოკუთხის ყოფილი თანამშრომელი ამირან მურვანიძე სამსახურში აღდგენას და ნაცდური ხელფასის დაბრუნებას ითხოვს, იგი ალექსანდრე თევზაძეს უსაფუძვლო გათავისუფლებაში ადანაშაულებს. “ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს” ხელმძღვანელი კი მას უფრო მძიმე ბრალდებებს უყენებს, ამბობს, რომ ყოფილი თანამშრომლის ბრალია ის, რომ ზოოკუთხეში მობინადრე ცხოველები დაავადებულები არიან და იღუპებიან. თევზაძე ირწმუნება, რომ ამის გამო ვიზიტორების მიღებაც კი სახიფათოა.

ფაქტია, რომ 6 მაისის პარკში არსებული კუთხე დღემდე ღიაა და ამ მოტივით არც არასდროს დაუხურავთ. ასევე ფაქტია ის, რომ ცხოველები ყოფილი უფროსის გათავისუფლების შემდეგაც დაიღუპნენ. მობინადრეთა სიკვდილიანობის საგანგაშო სტატისტიკის მოტივათ, ორი დღის წინ, ჯენი კვანტალიანის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში ალექსანდრე თევზაძე გარემო პირობებს და თანამშრომელთა კვალიფიკაციის დაბალ დონეს ასახელებდა, დღეს კი ამაში ბრალი სრულად მხოლოდ მურვანიძეს დასდო. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში