საიას განცხადება გიორგანაშვილის საქმეზე

25 იანვარი 2018, 00:00 2882 ნახვა

გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე განცხადებას საია ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პროკურატურამ გიორგანაშვილს ბრალი წაუყენა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,37 მეასედი გრამი ნარკოტიკული საშულება ‘’ბუპრენორფინის“ შემცველი 45 აბი და აბის 4 ნატეხის უკანონოდ შეძენა შენახვის გამო.

ვიდრე საიასათვის ხელმისაწვდომი არ იქნება ამ საქმეზე დამდგარი განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, ორგანიზაცია თავს შეიკავებს განაჩენის სამართლებრივი შეფასებისაგან. საია მიიჩნევს, რომ არსებობდა ძლიერი არგუმენტები, იმის თაობაზე რომ 0,37 გრამი ბუპრენორფინის შენახვისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს არაპროპორციულ და შესაბამისად, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საწინააღმდეგო სასჯელს.

საია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებამდე არ შეაჩერა საქმის განხილვა და წარდგინებით არ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.

ამავე კატეგორიაში