მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიში

25 იანვარი 2018, 00:00 2563 ნახვა

პარლამენტში  ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფატი ხალვაშმა გასული წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. დეპუტატის თქმით, პარლმანეტმა 275 კანონპროეტქსა და 29 აქტზე იმუშავა. როგორც ამბობს, მონაწილეობდა საკომიტეტო მოსმენებსა და სესიებზე. რაც შეეხება უშუალოდ მის მიერ ინიცირებუკლ კანონპროექტს, ამბობს, რომ გასულ წელს აჭარის რეგიონში  გრანტების  შესახებ კანონში ცვლილებებს შეტანაზე იმუშავა, რაზეც  აჭარის უმაღლესმა საბჭომ გააგრძელა მსჯელობა.

რაც შეეხება კითხვებს დეპუტატს გასულ წელს ტრიბუნა არ გამოუყენებია, და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა. ფატი ხალვაშმა ის კანონპროექტები ჩამოთვალა  რომელზეც პარლამენტმა იმუშავა, მათ შორისაა, ახალი კონსტიტუცია, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გამკაცრებული კანონი, ღამის საათებში ხმაურის აკრძალვა, მარიხუანას შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზება. მსახიობ გიორგი გიორგნაშვილთან დასმულ კითხვაზე, რამდენად  სამართლიანი იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, ამბობს, რომ აქ საუბარია განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკზე და სახელმწიფო ამ მხრივ ლიბერალური ვერ იქნება. ფატი ხალვაში  2012 წლიდან პარლმანეტის წევრია.

ამავე კატეგორიაში