სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

27 იანვარი 2018, 00:00 2149 ნახვა

სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. თურქული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე  სტამბოლში, სისლის რაიონში ცხოვრობდა. გამოძიების ინფორმაციით, მან დაურეგისტრირებელი იარაღიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი, თურქეთის მოქალაქე და შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა წყვილს შორის კამათი. თვითმხილველების ცნობით, მომხდარის დროს სახლში ქართველი ქალის ქალიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც გასროლის ხმაზე დედის ოთახში შევიდა. ადგილზე მისულ პოლიციას ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო ქალიშვილი შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

ამავე კატეგორიაში