აჭარაში იანვარში წითელას ვირუსით ინფიცირების 74 შემთხვევა დაფიქსირდა

28 იანვარი 2018, 00:00 2458 ნახვა

იანვარში წითელას ვირუსით ინფიცირების 74 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. სტატისტიკა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია, რადგან შარშან რეგიონში წითელას ვირუსით ავადობის მხოლოდ 5 შემთხვევა დაფიქსირდა.-ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფრომაციაა. რამდენ ბავშვს აქვს აცრილი ქობულეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მონაცემებს მუშაობს.

წითელას ვირუსის  სიმპტომებია: მაღალი სიცხე,  გამონაყარი და ყელის ტკივილი. მედიკოსები მოსახლეობას ინფექციის მატარებელთან კონტაქტის შემთხვევაში დროული აცრისკენ მოუწოდებენ. 14 წლამდე აუცრელი ბავშვებისა და 40 წლამდე ასაკის აუცრელი ან  ნახევრად აცრილი მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია უფასოა.

ამავე კატეგორიაში