ბათუმის ბულვარში სპორტული ტრენაჟორები განახლდა და მოეწყო საბავშვო ატრაქციონები

29 იანვარი 2018, 00:00 3794 ნახვა

ბათუმის ბულვარში სპორტული ტრენაჟორები განახლდა და მოეწყო საბავშვო ატრაქციონები. ბულვარის მასშტაბით, ამორტიზებული და დაზიანებული სპორტული ტრენაჟორები, ახალი სავარჯიშო ინვენტარით ჩანაცვლდა.

დამატებით კიდევ ორ ლოკაციაზე სავარჯიშო ტრენაჟორების ახალი მოედანი, ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში მოეწყო. სპორტული კომპლექსისა და ტრენაჟორების შეძენისათვის ბულვარის ბიუჯეტიდან 78 ათას 693  ლარი გამოიყო.

გარდა ამისა ახალ ბულვარში არსებულ საბავშო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.  ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევნებს და გამოიცვლება დეკორატიული ფილები., რისთვისაც 155 ათას 894 ლარი დაიხარჯება. ახალ ბულვარში საბავშვო კუთხის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 52 ათას 800 ლარი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში