როდის გაიხსნება ახალი სასაფლაო

29 იანვარი 2018, 00:00 2306 ნახვა

დახარჯული მილიონები და ტენდერი, რომლის შედეგიც გასულ წელს უნდა დამდგარიყო - ჩაქვში, ახალი სასაფალაოს გახსნა დაგვიანდა. ინფრასტრუქტურის მოწყობაზე პასუხისმგებლობა, 3 წლის წინ, გამარჯვებულმა აიღო კომპანია “მამისონმა” აიღო.

პროექტის განხორციელების პროცესში შეიქმნა ტექნიკური პრობლემები, ხარვეზები ამ დრომდე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ტერიტორიას წყლის მიწოდების, ასევე რიგი ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს, მას სავარაუდოდ მუნიციპალიტეტი მიმდინარე კვირაში ჩაიბარებს.

აქვე გეტყვით რომ წლებია ფერიის სასაფლაო დახურულია, იქ ადგილი ფაქტობრივად აღარაა, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩაქვის ახალი სასაფლაოს დროულად გახსნის საჭიროებას.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში