''როიტერს'' ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის გაშუქება აეკრძალა

30 იანვარი 2018, 00:00 3116 ნახვა

საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს ვერ გააშუქებს,  მედიაორგანიზაციას აკრძალვა, ნებართვის გარეშე, ოლიმპიური ცეცხლის ანთების რეპეტიციის ფოტოების გამოქვეყნებისთვის დაუწესდა. 

ფხენჩხანში 2018 წლის ოლიმპიადის გახსნაზე მედიაორგანიზაციის დაშვების შეზღუდვის გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო.

ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს.

 გასულ კვირას, "როიტერმა" ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის რეპეტიციის 9 ფოტოსურათი გამოაქვეყნა. ტრადიციულად ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გასაიდუმლოებულია. "როიტერმა" ორგანიზატორებს ბოდიში მოუხადა და სურათები წაშალა.

ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები მანამდე აანონსებდნენ, რომ ცერემონია გრანდიოზული შოუ იქნება, რომელიც მთელ მსოფლიოს გააოცებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში