მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის დროს 14 ადამიანი დაშავდა

30 იანვარი 2018, 00:00 2142 ნახვა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის დროს 14 ადამიანი დაშავდა. ისინი 4 სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 4 პაციენტი ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა.

დავით სერგეენკოს განცხადებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არაა და  ოთხივე კონტაქტურია. სამედიცინო კვლევები უტარდებათ სხვა დაშავებულებსაც. მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს. 

ამავე კატეგორიაში