ახვლედიანის ქუჩის მოსახლეობასთან მოლაპარაკებები გრძედლება

30 იანვარი 2018, 00:00 2421 ნახვა

ახვლედიანის #12 ნომერში მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობასთან კონსულტაციები ალტერნატიულ საცხოვრებელთან დაკავშირებით  გრძელდება. ქალაქის მერი აცხადებს, რომ ისევ არ არის გადაწყვეტილი დათანხმდება თუ არა მოსახლეობა თვითმმართველობის მიერ შეთავაზებულ წინადადებას.

ლაშა კომახიძის ინფორმაციით, არც ის არის გარკვეული აშენდება თუ არა ახვლედიანის #12 ნომერში  ახალი კორპუსი. შეგახსენებთ კორპუსის დემონტაჟი სრულად რამდენიმე დღის წინ მოხდა.

შენობა 10 დეკემბერს აფეთქების შედეგად დაზიანდა. დაზარალებულები მერიამ დროებით ალტერნატიულ ფართში, ქირით გადაიყვანა. მათ თვითმმართველობამ საცხოვრებელი სახლები მერიის საბინაო ფონდიდან  შესთავაზა, რომლებიც გორგილაძის, ასევე ფიროსმანისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მდებარეობს. 

ამავე კატეგორიაში