რა ბედი ელის ბათუმის ზოოპარკს?

30 იანვარი 2018, 00:00 3503 ნახვა

ბათუმის ზოოპარკი შესაძლოა სხვა ადგილას გადაიტანონ. ქალაქის მერი აცხადებს, რომ თვითმმართველობა ამ ვერსიასთან ერთად, უკვე არსებულის რეკონსტრუქციასაც განიხილავს.

ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ  ბათუმის ზოოკუთხეში არსებულ პრობლემებსა და მობინადრეების სიკვდილიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობს. კომახიძე ირწმუნება, რომ მდგომარეობა შეიცვლება. მერი არ გამორიცხავს, რომ ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში რეორგანიზაცია თებერვლიდან  განახორციელოს, ისევე როგორც სხვა დაქვემდებარებულ უწყებებში.

ბათუმის პარკის ადმინისტრაციაში, სადაც ზოოკუთხე მდებარეობს, ღიად საუბრობს იმაზე, რომ ცხოველები ტერიტორიაზე ყველა სტანდარტის დაცვის გარეშე, არაჰუმანურ პირობებში ცხოვრობენ და სასიკვდილოდ  განწირულები არიან.    

სიტუაციის სიმძიმეზე ის ციფრები მეტყველებენ, რაც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. 2017 წელს ზოოპარკში 50  ცხოველი მოკვდა.

ამავე კატეგორიაში