მეტროსადგურში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

30 იანვარი 2018, 00:00 2254 ნახვა

კომპანია „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და სამი თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფება. ისნის რაიონული პოლიციის მე-8 განყოფილებაში ისინი მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დღეს დილით მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, რადგანაც გასული წლის სექტემბერში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ განახორციელა რეაბილიტაცია,  რომლისთვისაც  347 ათას  852 ლარი დაიხარჯა.  

სამუშაოების ფარგლებში მეტრო “ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.

გამოძიება მომხდართან დაკავშირებით 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში