რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი გაათავისუფლეს

31 იანვარი 2018, 00:00 2365 ნახვა

რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც დავით კაკაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს განუცხადა, მისი გათავისუფლების მთავარი მიზეზი რუსთავი 2-თან თანამშრომლობის საკითხი გახდა.  კაკაბაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, რადიო “თავისუფლების” თანამშრომლებს შორის, თბილისსა და პრაღაშიც ერთსულოვანი დამოკიდებულება არსებობდა. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რადიო  “თავისუფლების” ქართული სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2017 წლის ივნისში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ ორი ყოველკვირეული გადაცემის კონტრაქტი აღარ გააგრძელა, დადგა ალტერნატიული სატელევიზიო პარტნიორების მოძიების საკითხი.

“რადიო თავისუფალი ევროპა” და ქართული სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა, რამაც – რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად – წარმოშვა უთანხმოება სამსახურის დირექტორს, დავით კაკაბაძესა და კომპანიის მთავარ რედაქტორს, ნენად პეიჩს შორის. უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი ნენად პეიჩის მიმართ. აღნიშნული გადაცემები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში განთავსდა.  

ამავე კატეგორიაში