უფასო სასადილოების სტრუქტურა შესაძლოა შეიცვალოს

31 იანვარი 2018, 00:00 2196 ნახვა

უფასო სასადილოებისა და ბენეფიციართა საკითხი გადახედვას საჭიროებს – აცხადებს ქალაქის მერი. ლაშა კომახიძის თქმით, საახალწლოდ ერთჯერადად გაცემული ნობათი ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი წახალისება იყო.

უწყების ინფორმაციით, ბათუმის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 4 ათას 521 ბენეფიციარის ერთჯერად შეძენილ ნობათზე 67 ათას 815 ლარი დაიხარჯა. ერთი სასაჩუქრე ნობათის ღირებულებამ 15 ლარი შეადგინა.

ამავე კატეგორიაში