C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პაციენტების 98% განიკურნა

31 იანვარი 2018, 00:00 1843 ნახვა

საქართველოში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული 45 ათასი ადამიანიდან 98% განიკურნა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სკრინინგი ჩაიტარა მილიონ 400 ათასმა მოსახლემ, მათგან ზოგიერთმა ორჯერ.

რაც შეეხება პაციენტებს, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ ჩატარებული სკრინინგი, მათი რიცხვი 900 ათასს შეადგენს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გამოკვლევა გაიკეთოს და ცე ჰეპატიტთან დაკავშირებით თავისი სტატუსი დაადგინოს.

ამავე კატეგორიაში