''რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა'' - დავით კაკაბაძე

31 იანვარი 2018, 00:00 3160 ნახვა

"რადიო თავისუფლების" თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დავით კაკაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

'' მე ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე, რომ დარჩნენ და განაგრძონ ''რადიო თავისუფლებისთვის'' მუშაობა, ეს ახლა მნიშვნელოვანია. ერთი რამ ვერ მოვახერხე, ამაზე დამეთანხმებია თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე, რომლის გადაწყვეტილებასაც ძალიან დიდი პატივს ვცემ. იმედი მქონდა ის თბილისის ბიუროში დარჩებოდა და უხელმძღვანელებდა. სამწუხაროდ, მარინამ თქვა, რომ ამ ბიუროში მუშაობის გაგრძელება ვეღარ წარმოუდგენია. გადაწყვეტილების შესახებ კი თანამშრომლებს უკვე აცნობა'' -განაცხადა გადაცემა ''ჰეშთეგში''  ''რადიო თავისუფლების'' ქართული სამსახურის ყოფილმა დირექტორმა.

რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს.  საქმე მედია პარტნიორი შერჩევას ეხება. როგორც დავით კაკაბაძემ განაცხადა,  ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსთავი 2-თან თანამშრომლობის საკითხი გახდა. რადიოს ქართულმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ თანამშრომლობა არა "რუსთავი 2"-თან, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან გაეგრძელებინა. 

"იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს საქართველოს მედია გარემოა, ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი პარტნიორები, რომლებიც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, ნაკლებად არიან ასოცირებული.​ რეიტინგზე მეტად რეპუტაციაზე უნდა ვიფიქროთ'' - ამბობს კაკაბაძე. 

''რადიო თავისუფლების'' ორი პროექტი, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადიოდა და დაიხურა, აჭარის ტელევიზიის საეთერო ბადეში განთავსდა. თანამშრომლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. გოგი გვახარიას გადაცემა ''ანარეკლები'' არხზე ხუთი თვეა გადის. 

‘’რადიო თავისუფლების’’ პრაღის სათავო ოფისის წარმომადგენლებმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შეკითხვებს დღეს ელექტრონულ ფოსტაზე უპასუხეს, სადაც ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მენეჯმენტისთვის მარტივი არ იყო.

წერილში ასევე საუბარია მედია ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე. მათი თქმით, იმისათვის, რომ აუდიტორია შეინარჩუნო, ამ პროცესში საჭიროა ცვლილებები. აპირებენ თუ არა სხვა საკადრო ცვლილებას? - ამ კითხვაზე კომენტარისგან თავს იკავებენ. აღნიშნავენ, რომ უკვე 60 წელია მიუკერძოებელი მუშაობით, თბილისი ბიუროს,  საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში წვლილი შეაქვს.

''რადიო თავისუფლების'' სათაო ოფისის მენეჯმენტსა და ქართული სამსახურის ხელმძღვანელს  შორის უთანხმოების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. 25 იანვარს, რადიოს ქართულმა ბიუროს წევრებმა განაცხადეს, რომ უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა დავით კაკაბაძის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი ნენად პეიჩის მიმართ.

ამავე კატეგორიაში