"ენერგო-პრო ჯორჯია": "ელექტროენერგიის ტარიფიდან მოგების სახით ერთი თეთრი გვრჩება"

01 თებერვალი 2018, 00:00 3188 ნახვა

კომპანია „ენერგო-პროჯორჯიამ“ დღეს, 1 თებერვალს, მედიას 2017 წლის ანგარიში წარუდგინა. გასულ წელს ორგანიზაციამ კახეთის სადისტრიბუციო კომპანია შეიძინა და აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა. 

ენერგო-პროჯორჯიას" წარმომადგენლების ინფორმაციით, 2017 წელს განხორციელდა 89 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხოლო 2018 წლისათვის 92 მილიონის დახარჯვას გეგმავენ. გენერალური დირექტორის, მიხეილ ბოცვაძის თქმით, ქსელის რეაბილიტაცია მოხდება მაღალმთიან აჭარაშიც, სადაც მოძველებული სადენების გამო ავარიები ხშირად ხდება. 

შეხვედრაზე ენერგომომარაგების პრობლემებზეც იყო საუბარი. ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცებით, არსებული ელექტროენერგიის ტარიფიდან მოგების სახით მხოლოდ ერთი თეთრი რჩებათ, რომელსაც ინვესტიციებში აბანდებენ. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში