შეხვედრა ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებთან

01 თებერვალი 2018, 00:00 1970 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებს შეხვდნენ. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყება  აქტიურად არის ჩართული დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის პროცესში. 

3 ქართველი მეზღვაური უკვე 5 თვეა პატიმრობაშია. ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული კომპანიის კუთვნილი ტანკერი ლიბიაში, 2017 წლის 30 აგვისტოს დააკავეს.

ამავე კატეგორიაში