საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტა გამოუშვა

02 თებერვალი 2018, 00:00 2627 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეარჩიეს. დიზაინის ავტორი ნინო გონგაძეა. მონეტა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში 1 500 - იანი ტირაჟით მოიჭრა. მისი ფასი 95 ლარია და მისი შეძენა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი. ასევე გამოსახულია შვიდი მნათობი, რომელთაც ვხვდებით მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს სახელმწიფო გერბზე. ასევე დატანილია წარწერა "ხუთი ლარი".

ამავე კატეგორიაში