თურქეთის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით დაწესებული ახალი რეგულაციები - შეხვედრა გენერალურ კონსულთან

02 თებერვალი 2018, 00:00 2549 ნახვა

თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით დაწესებული ახალი რეგულაციები და შეღავათები საქართველოს მოქალაქეებისთვის - საკითხის გადასაწყვეტად უახლოეს პერიოდში საქართველოში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჩამოვა, რათა საკითხის ირგვლივ გადაწყვეტილება ქართულ მხარესთან ერთად მიიღოს - ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

დავით გაბაიძის ინფორმაციით, საკითხის მოგვარებაში ცენტრალური ხელისუფლებაა ჩართული, რეგიონის მთავრობა კი ამ პროცესში შეძლებისდაგვარად მიიღებს მონაწილეობას. დავით გაბაიძე მაქბულე ქოჩაკს უმაღლეს საბჭოში შეხვდა.

ამავე კატეგორიაში