''საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები'' - დისკუსია

02 თებერვალი 2018, 00:00 2783 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო,  გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები” - ბათუმის დემოკრატიის სკოლაში საკითხზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა მაუწყებლის პრიორიტეტებზე, რეკომენდაციებსა და შენიშვნებზე ისაუბრეს. რეკომენდაციებს შორის მეტი თოქ-შოუების აუცილებლობა, გადაცემების კრეატიული ნაწილის განვითარება, ტელევიზიის ახალი შენობის საკითხი და დასაქმებულთა ხელფასები დასახელდა.

შეხვედრის მონაწილეები საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ, რომელიც ტელევიზიის მენეჯმენტთან ერთად სატელევიზიო ბადის განსაზღვრაზე იზრუნებს. შეკითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უპასუხეს. შეხვედრა დემოკრატიული სკოლის ორგანიზებით გაიმართა. 

ამავე კატეგორიაში