იაპონიის მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრო და ჰიბრიდული მანქანები გადასცა

02 თებერვალი 2018, 00:00 3893 ნახვა

იაპონიის მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრო და ჰიბრიდული მანქანები გადასცა. ავტოპარკი 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილით განახლდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ეს არის პირველი ნაბიჯი ქართული პოლიციის სპეცტექნიკის ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე ტრანსპორტით განახლებისთვის. უწყების ინფორმაციით, ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.

ამავე კატეგორიაში