ირაკლი ჩხვირიკიას დედამ პრეზიდენტს შვილის შეწყალების თხოვნით მიმართა

02 თებერვალი 2018, 00:00 2905 ნახვა

ბათუმის 11-12 მარტის არეულობის ორგანიზებაში ბრალდებულის ირაკლი ჩხვირკიას დედამ, ცისანა როსტობაიამ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შვილის შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართა.

პატიმრის დედა მიიჩნევს, რომ ირაკლი უდანაშაულოა და მის გათავისუფლებას ითხოვს.

"აქამდე სასამართლოს ველოდებოდი. მართალია ჯგუფურად ორგანიზება არ დაუდასტურდა, რასაც პროკურატურა ედავებოდა, მაგრამ ირაკლი ციხეში კვლავ უდანაშაულოდ იმყოფება. არ მინდა პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, მაგრამ ჩემი შვილი  პოლიტპატიმარია. იმედი მაქვს პრეზიდენტი თხოვნას გაითვალისწინებს. ირაკლიმ სასჯელის ნახევარი უკვე პატიმრობაში დაჰყო და იმედია გიორგი მარგველაშვილი მას შეიწყალებს’’ - ამბობს ცისანა როსტობაია.

ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთი წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა 10 იანვარს მიუსაჯა.

საგამოძიებო ორგანომ ვერ დაასაბუთა რომ დაკავებულები იყვნენ აქციის ორგანიზატორები, რომელსაც თან ახლდა ძალადობა და რბევა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჩხვირკია და ღოღობერიძე არა მასობრივი არეულობის, არამედ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში ცნო დამნაშავედ. ისინი მეათე თვეა უკვე პატიმრობაში არიან. 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში