პრემიერ-მინისტრი: “საქართველოში ვეღარასდროს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი”

02 თებერვალი 2018, 00:00 2170 ნახვა

საქართველოს მთავრობამ კანონპროექტთა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლის გამკაცრებას ითვალისწინებს.

“კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული ქვეყნის განვითარებას აფერხებს, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ,” - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ გამკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ჩნდება ახალი ცნებები, როგორიცაა მაგალითად ქურდული სამყაროს მხარდაჭერა და ქურდული სამყაროს პასიური წევრობა. ესენი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები უნდა გახდეს სასამართლო და საგამოძიებო სისტემისთვის. მისივე თქმით, კანონმდებლობაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ისიც, რომ თუ ქურდული სამყაროს წევრი გამოძიებასთან ითანამშრომლებს მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.

“საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ამ მიმართულებით ვიქნებით თანმიმდევრული და დაუნდობელი,” - ამის შესახებ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

ამავე კატეგორიაში