რიგი სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან

03 თებერვალი 2018, 00:00 2473 ნახვა

რამდენიმე საათის განმავლობაში რიგი იყო სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან. ქვეითად მოსიარულეები საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებდნენ. 

ამ წუთებში კი, საზღვარზე მიმოსვლა აღდგენილია და მოქალაქეები უპრობლემოდ გადაადგილდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარზე მიმოსვლის შეფერხების მიზეზი სერვერის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. უწყება არ აკონკრეტებს ხარვეზი ქართულ მხარეს ჰქონდა თუ თურქულს. მათივე ინფორმაციით, პრობლემა სრულად ეტაპობრივად მოგვარდება

რიგები სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში