ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება

04 თებერვალი 2018, 00:00 3179 ნახვა

დღეს, 4 თებერვალს, ღამის საათებში, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მკვეთრად დაეცემა. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, დილის საათებში საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი დასავლეთით, გავრცელებას დაიწყებს ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე და მოსალოდნელია წვიმა.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო კურორტებსა 10 გრადუსამდე დაიკლებს. 

დღეს ბათუმში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +18 გრადუსი იყო. 6 თებერვლს შუადღის საათებში კვლავ გამოიდარებს და დათბება

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში