6 თებერვალს, აჭარაში, ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდება

05 თებერვალი 2018, 00:00 4883 ნახვა

ხვალ, 6 თებერვალს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება 82 ათასამდე აბონენტს. "სოკარ ჯორჯიას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვა აჭარასა და გურიაში გავრცელდება.

ბუნებრივი აირი დილის 8 ნახევარზე (07:30) გაითიშება და დღის 3 საათიდან ეტაპობრივად ჩაირთვება.

 კომპანიაში განმარტავენ, რომ შეზღუდვა მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს უკავშირდება. 

 აჭარის რეგიონული ოფისი თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების ზომები და ბუნებრივი აირის გათიშვის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ გაზის დანადგარებს, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ონკანები.

ამავე კატეგორიაში