რეორგანიზაცია ბათუმის ავტოტრანსპორტში

05 თებერვალი 2018, 00:00 3591 ნახვა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ, აიპის ფუნქციებს დღეიდან შპს ბათუმის ავტოტრანსპორტი შეითავსებს. ავტოტრანსპორტის დირექტორის ინფორმაციით, სააგენტოს 66 თანამშრომლიდან დაახლოებით 50 სამსახურს შეინარჩუნებს და იგივე უფლება-მოვალეობებს შეასრულებს. ადმინისტრაციაში დასაქმებულებს კი შესაძლოა ამ ეტაპზე ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდეს.  

ფუნქციებს შორისაა პარკირება, დაჯარიმება, მოსაკრებელთან დაკავშირებული საკითხები და საგზაო მონიშვნები. პარალელურად რეორგანიზაცია მიმდინარეობს შპს ავტოპტრანსპორტშიც.  პროცესის დასრულებას ათ დღეში ვარაუდობენ.   სწორედ ამ ვადაში გახდება ცნობილი  რამდენ თანამშრომელს შეეხება შემცირება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში