სახლი ბულვარის ველობილიკთან - 2015 წელს გაცემულ ნებართვაზე მერია პასუხისმგებლობას არ იღებს

05 თებერვალი 2018, 00:00 3596 ნახვა

მრავალსართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი ზღვიდან რამდენიმე მეტრში. რამდენიმე ნაბიჯი აშორებს ველო-ბილიკიდან, მშენებლობას რომელიც ახალ ბულვარში მიმდინარეობს.

2015 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანიამ სასტუმრო, აპარტამენტები, პარკინგი და კომერციული ობიექტებისთვის სივრცე უნდა მოაწყოს.

ვადები არაერთხელ დაარღვია, ასევე არაერთხელ აპატიეს – ამას სამინისტროში ინვესტორებისადმი არსებული პოლიტიკით ხსნიან. ათობით მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის შემოდინებას აანონსებენ მთავრობაში, გარემოსდამცველები კი აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ზღვასთან ასე ახლოს, მაღლივი კორპუსების მშენებლობა დაუშვებელია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში