ბათუმში 31-ე საბავშვო ბაღში აღსარზდელების ყოფნა საფრთხის შემცველია - აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში მიაჩნიათ რომ, სამუშაოები, რომელიც შენობაში 2015 წელს კომპანია “კავკასუს ინვესტმა” განახორციელა, უხარისხოდაა შესრულებული.
ჩამოშლილია ფასადი და გაუმართავია ინფრასტრუქტურა. ბათუმის საკრებულოს წევრის ნოდარ დუმბაძის განცხადებით, ხარვეზები სამუშაოების დასრულებისა და მიღება-ჩაბარების დროსაც ჩანდა. დეპუტატის მტკიცებით, კორუფციული გარიგება ბათუმის ყოფილ მერსა და კომპანიას შორის შედგა.
ბიუჯეტიდან კი ჯამში 921 ათას 632 ლარი დაიხარჯა. დუმბაძე აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას ფაქტით დაინტერსებისკენ მოუწოდებს. ბაღის დირექტორი მხოლოდ გარეთა ფასადის დაზიანებაზე საუბრობს.
თამილა ბოლქვაძის მტკიცებით, ბაღების გაერთიანებს შემქნილი ვითარების შესახებ ერთი წლის წინ მიმართა. ორგანიზაციაში კი განმარტავენ, რომ ამბობენ, რომ ფასადის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოები ზაფხულში დაიწყება. ამისთვის ბიუჯეტიდან 39 ათასი ლარი გამოიყოფა.