''სოკარ ჯორჯია გაზი'' მოსახლეობას  სიფრთხილისკენ მოუწოდებს

06 თებერვალი 2018, 00:00 3902 ნახვა

''სოკარ ჯორჯია გაზი''  მოსახლეობას  სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

გთავაზობთ კომპანიის განცხადებას -  ''გაცნობებთ, რომ 2018 წლის 6 თებერვალს აჭარისა და გურიის რეგიონებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიის მიერ მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლოატაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. გაზმომარაგების მოწოდება განხორციელდება ეტაპობრივად. კომპანია მოუწოდებს მოსახლეობას, უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩართვისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გაზის დანადგარებს, შეამოწმონ ჩაკეტილ მგდომარეობაშია თუ არა ონკანები. ნებისმიერი შეფერხების ან საეჭვო გარემოების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ კომპანიის ავარიულ სამსახურს ნომერზე 16114. შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის „აჭარის რეგიონული ოფისი ბოდიშს უხდის ბუნებრივი გაზის
მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ''

ამავე კატეგორიაში