ადვოკატი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

06 თებერვალი 2018, 00:00 2204 ნახვა
ადვოკატი პაატა შავაძე მსჯავრდებულ ჯაბა ჩხიკვაძის მიმართ საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ადვოკატი ირწმუნება, რომ საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა. მისი ინფორმაციით, საქმის ხელახლა შესწავლის მიზნით, საქართველოს პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა. ჯაბა ჩხიკვაძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა 2013 წელს მიესაჯა. იგი სასჯელს უკვე მეხუთე წელია 109 და 239 მუხლით იხდის, რომელიც იარაღის უკანონო ტარება შენახვისა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მსჯავრდებულის დედის ნანა დუმბაძის თქმით შემთხვევა ბათუმში 2013 წლის 19 აგვისტოს 9 მარტის ქუჩაზე მოხდა, რომელსაც 4 მოწმე ჰყავდა მისი მტკიცებით მოსამართლემ მხოლოდ მსჯავრდებულის ბიძა გელა ჩხიკვაძე დაკითხა. ამბობს, რომ მოსამართლე დავით მამისეიშვილს არც მისი შვილის ჩვენება მოუსმენია. მსაჯრდებულ ჯაბა ჩკიკვაძეს სასჯელს ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის. პროკურატურის პრესსამსახურში, კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში