გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო

06 თებერვალი 2018, 00:00 2411 ნახვა

მახინჯაურში რუხაძეების ოჯახის გამოსახლება სამი თვით გადაიდო. ამ დროში ოჯახმა სახლი უნდა გაყიდოს და ვალი გაისტუმროს. საცხოვრებელ სახლთან აღსრულების პოლიცია და იპოთეკარის წარმომადგენელი იმყოფებოდნენ, მათ ოჯახს ტერიტორიის ნებით დატოვება სთხოვეს.  

რუხაძეები აცხადებენ,  რომ თაღლითობის მსხვერპლი არიან. მათი თქმით, მეგობრის თხოვნით სახლი იპოთეკით 2013 წელს დატვირთეს. სასამართლომ სახლი კერძო იპოთეკარს მიაკუთვნა.

ამავე კატეგორიაში