ვის  გადაეცა  ფერმერებისთვის  განკუთვნილი  ნერგები?

07 თებერვალი 2018, 00:00 2560 ნახვა

''ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართით ბრალდებები აქვს. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, 2015-16 წლებში მლნ 199 ათასი ლარი გაიცა ხეხილის ნერგებით უზრუნველყოფაზე. ბაგრატიონის მტკიცებით ნერგების ნაწილი გაცემულია ბათუმში მაცხოვრებლებსა და საჯარო მოხელეებზე, კერძოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებზე.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პროკურატურასა და აუდიტის სამსახურს ფაქტით დაინტერესებისკენ  მოუწოდებს.  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოპოზიციის ბრალდებას კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებენ და განმარტავენ, რომ კონკრეტული განაცხადების შესწავლისას  მნიშვნელოვანი არ კონკრეტული სახელ-გვარები, არამედ კრიტერიუმებია, რომელთა მიხედვითაც ნერგები გაიცემა.

ამავე კატეგორიაში