საკალათბურთო სუპერლიგაში ''ბათუმი'' ''ქუთაისის'' გუნდთან 78 :71 დამარცხდა

07 თებერვალი 2018, 00:00 2243 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-17 ტურში "ბათუმი" "ქუთაისს" ესტუმრა და 78 :71 დამარცხდა. 
შეხვედრის დასაწყისში უპირატესობა ქუთაისელებმა მოიპოვეს და მეორე მეოთხედი 18 ქულის წინსწრებით დაასრულეს, თუმცა "ბათუმმა" წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა და ანგარიშის გათანაბრება შეძლო.


ბათუმელებს ძალები ბოლო მეოთხედში აღარ ეყოთ და სუპერლიგის ლიდერებთან შეხვედრა მინიმალური ანგარიშით დათმეს.
მომდევნო ტურში "ბათუმი" ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს "რუსთავს" უმასპინძლებს. მატჩი 11 თებერვალს გაიმართება

 
ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში