გაცემული ნებართვები და დასრულებული მშენებლობები - მზარდი სტატისტიკა

08 თებერვალი 2018, 00:00 2078 ნახვა

2006 წლიდან დღემდე, მშენებლობებზე გაცემული ნებართვების რაოდენობით, დედაქალაქის შემდეგ აჭარა მეორე ადგილზეა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო მონაცემებს აქვეყნებს. ბოლო 11 წელიწადში ყველაზე მეტი 1309 ნებართვა გაიცა 2016 წელს.

2017-ში კი შედარებით შემცირებულია, რაც შესაძლოა რეგულაციების გამკაცრებამ განაპირობა. გასაჯაროვებული ცხრილის მიხედვით აჭარაში გასულ წელს 133 მშენებლობა დასრულდა, რაც ნაკლებია ვიდრე 2007, 2008, 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში, თუმცა მეტი ვიდრე 2016-ში.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში