ოპოზიციის შეთავაზება - ბათუმის მუზეუმი ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში

09 თებერვალი 2018, 00:00 3022 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აჭარის მთავრობას ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში ბათუმის მუზეუმის განთავსებას სთავაზობს. ასმათ დიასამიძე მიიჩნევს, რომ ვინაიდან რამდენიმე თვეში საგანმანათლებლო დაწესებულება სხვა მისამართზე გადადის,   შენობამ კულტურული დატვირთვა უნდა შეიძინოს, უმაღლესი სასწავლების უკან პარკირებისთვის ადგილი მოეწყოს.  

ობიექტი აჭარის მთავრობის ბალანსზეა.  მთავრობაში აცხადებენ, რომ ფუნქციურ დატვირთვაზე ზრუნვას მისი გამოთავისუფლების შემდეგ დაიწყებენ. ხელოვნების უნივერსიტეტის შენობა კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლია. 

ამავე კატეგორიაში